NDI-ს განაჩენი: კვლევის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები

NDI-ს განაჩენი: კვლევის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები

ანალიზი| "NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს , რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია "არ ვიცი" აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიორტთა ალიანსს", 3% - კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს - ის მოდის კატეგორიაზე "სხვა".

რაც შეეხება შეკითხვას, ”ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას”, გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა, 44 კი - მონაწილეობას არ მიიღებდა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 35-მა % აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია". გამოკითხულთა 21% - მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართული ოცნება" დაასახელა, 13%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 8%-განაცხადა, რომ არ იცის, 6%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა.

"თავისუფალ დემოკრატებს" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ასახელებს გამოკითხულთა 5%, "ლეიბორისტულ პარტიას" 3%, დანარჩენები კი გაერთიანებულია კატეგორიაში "სხვა".

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება. ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება NDI-ის მიერ გამოკითხულთა 28%, ეთანხმება - 31%, გამოკითხულთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა. გამოკითხულთა 21%-მა კი არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღები [მეტი].

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. უფრო კონკრეტულად რესპოდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი "ძალიან კარგად მუშაობს", 16%-ის აზრით, "კარგად", 54% მარგველაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 13% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, დანარჩენებმა კი შეკითხვაზე პასუხი ან არ იცის, ან მისი დაკონკრეტებაზე უარს აცხადებს.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მუშაობის შეფასებები იხილეთ ბმულზე.

NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 52 პროცენტით ლიდერობს. გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას, რომელიც გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, დავით უსუფაშვილს – მოწონების რეიტინგი 45%, დავით ბაქრაძეს – 44%-, ირაკლი ღარიბაშვილს – 40%-, კახა კალაძეს – 37%, თინა ხიდაშელს – 33%, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 30%.

NDI-ის კვლევის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს. პატრიარქი მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ მოსწონს, 6%-ს მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 4%-ს პატრიარქის შესახებ არ სმენია, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

მოწონების რეიტინგში პატრიარქის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს პრეზიდენტს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ლიდერობს.

დავით ბაქრაძის, მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის, ირმა ინაშვილის შეფასებები იხილეთ ბმულზე.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს. უფრო კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%, კარგად - 32%, საშუალოდ - 14%, ხოლო ცუდად - 1% და ძალიან ცუდად ასევე - 1%.

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს საქართველოს ჯარი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 7%, კარგად - 43%, საშუალოდ 36%, ცუდად - 3%.

რეიტინგის სამეულში პირველად მოხვდა იუსტიციის სახლები, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 6%, კარგად - 31%, საშუალოდ 40%, ცუდად - 5%.

მეოთხე ადგილზეა საქართველოს პოლიცია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად - 32%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 1%.

შემდეგ რეიტინგებში მოდიან სახალხო დამცველის აპარატი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლოები, მთავარი პროკურატურა. რეიტინგის ბოლო ადგილს საქართველოს პარლამენტი იკავებს. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად - 9%, საშუალოდ - 52%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 3%.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. სერგეენკოს უწყების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 10%, კარგად - 33%, საშუალოდ 36%, ცუდად - 7%, ძალიან ცუდად კი - 2%.

მეორე ადგილზეა იუსტიციის სამინისტრო, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს 26%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 9%, ხოლო ძალიან ცუდად - 2%.

შემდეგ რეიტინგში მოდის განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად - 2%,, კარგად - 19%, საშუალოდ - 46%, ცუდად - 11%, ძალიან ცუდად - 2%.

თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად - 2%, კარგად - 12%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 1%.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად - 2%, კარგად - 14%, საშუალოდ - 48%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 7%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%.

შს სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 14%, ძალიან ცუდად - 2%.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 47%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 7%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%.

დევნილთა და გასახლების სამინისტრო, - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 9%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 18%, ძალიან ცუდად - 3%.

ეკონომიკის სამინისტრო. ძალიან კარგად - 1%, კარგად - 9%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 3%.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს, რომლის საქმიანობას კარგად აფასებს მხოლოდ 6%, საშუალოდ - 37%, - ცუდად - 29%, ძალიან ცუდად - 9%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."