"ჩემი ახლობლები იტანჯებიან, რომ სამშობლოში არ არიან" - ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყნიდა წასვლის შემდეგ

 "ჩემი ახლობლები იტანჯებიან, რომ სამშობლოში არ არიან" - ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყნიდა წასვლის შემდეგ

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩეველია, უკრაინულ გამოცემა "გლავკომთან" ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან თავისი სახელისა და გვარის ამოღების შესახებ საუბრობს.

"როდესაც ჩვენ მთავრობაში ვიყავით, ახლო თანამშრომლობა გვქონდა ინტერპოლთან. შემდეგ ინტერპოლმა მიიჩნია, რომ საქართველოს ახალი მთავრობაც იმავე გზას ადგა, რასაც ჩვენი. თუმცა, ახალმა მთავრობამ აირჩია პოლიტიკური ოპონენტებისა და ყოფილი მთავრობის წევრების დევნის გზა. მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვიყავი. ჩემს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სასამართლო პროცესი უკვე ორ წელიწადზე მეტია ჩემი დასწრების გარეშე მიმდინარეობს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ფორმალურად მე დადანაშაულებული ვარ პატიმართა უფლებების დარღვევაში, თუმცა, საქმე იმაშია, რომ საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროში არ შედის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი", - აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.

მისივე თქმით, მისი ოჯახი ახლა ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს. "მე გავყიდე ჩემი სახლი საქართველოში. ჩემი ახლობლები იტანჯებიან იმის გამო, რომ ისინი სამშობლოში არ არიან. ეს სტრესულია ჩემი შვილებისთვის. თუმცა, ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მოთხოვნაა", - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.

ადეიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასული წლის ოქტომბერში მიიწვია სამუშაოდ. "ამ პერიოდის განმავლობში მე მოვახერხე ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და პროკურატურას დავხმარებოდი. ჩვენ ვიმუშავეთ დოკუმენტებზე ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომელიც გამოძიების თანამედროვე მეთოდებს ითვალისწინებს", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."