თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აფასებს

თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აფასებს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის, როგორც უკრაინის გულშემატკივარი რიგითი ქართველისთვის, ტრაგედიაა, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, გაჭირვებაში მყოფ, თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას ჭკუას არიგებს. ამის შესახებ წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი კორუმპირებული მოსამართლეების დაკავების აუცილებლობაზე საუბრობს.

"ეს ინტერვიუ მე ვნახე და მომეჩვენა, რომ წარსული მელაპარაკებოდა. ეს არის ის წარსულის რეცეპტები, მექანიზმები, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი უბედურება მოიტანა და რატომღაც ახლა ამ უბედურების შემქმნელი ერთ-ერთი ავტორი სხვა ქვეყანაში მოიაზრება დემოკრატიის მშენებლად. ეს თავისთავად არის ტრაგედია. მაგრამ მე სსხვა ინფორმაციაც მაქვს, რომ მისით, მისნაირი სხვა მრჩევლების მიმართ უკრაინის საზოგადოებაში იზრდება გაღიზიანება. უკრაინამ ჩვენი არ იყო, ძალიან ბევრი სირთულე გაიარა, ბრძენი ხალხია და ისინი ნელ-ნელა ხედავენ, რომ ის რაც ჩვენ მოვიშორეთ, იმიტომ რომ მათ ქვეყანაში არ დაედგომებათ, იქ გამაგრდნენ და იძლევიან რჩევებს. მე ვეტყოდი უკრაინელებს, რომ ამ რჩევებს არანაირი ფასი არა აქვს. ყველა ციხეში, დააპატიმრეთ მოსამართლე და რეპრესიით ებრძოლეთ მთელ ნომენკლატურას და სახელმწიფო მანქანას - ეს არ ამართლებს. რა თქმა უნდა, დანაშაული უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს შიშველი ძალადობა, რომელსაც ჩემი წინამორბედი ქადაგებს, არ ამართლებდა საქართველოში და არ გაამართლებს უკრიანაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მას ზაფხულამდე ვიზიტი კიევში და როგორც ნამდილი მეგობარი, შეეცდება თავის უკრაინელ კოლეგებს აჩვენოს, რომ ადეიშვილის ინტერვიუ სავსეა ძალადობის პროპაგანდით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."