ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს სურს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან, მათ შორის რუსეთთან

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს სურს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან, მათ შორის რუსეთთან

საქართველოს სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის კონსტრუქციული და მისთვის მთავარია სტაბილურობა.

"ჩვენთვის მთავარია სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუმცა ჩვენი ტერიტორიების 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინსტენსიურ მუშაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ცალკე განხილვის საგნად ვაქციეთ და ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ამასთან, ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს წინსვლაზე საერთაშორისო რეიტინგებში. მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და სხვადასხვა რეიტინგებიც ამაზე მიუთითებს.

"ჩვენ შევძელით და შევქმენით საინტერესო საინვესტიციო გარემო, ბიზნესკლიმატი. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-15 ადგილი უკავია, რეგიონში - -მე-8. ჩვენ ქვეყანას 22-ე ადგილი უკავია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში. წინა წელთან შედარებით, საქართველოს გაუმჯობესებული აქვს შედეგები 10-დან ექვს კატეგორიაში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის. საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალობის, საინვესტიციო გარემოს თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების დაცულობის კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კორუფციის სიმცირის რეიტინგში საქართველოს უკავია მე-11 ადგილი და ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა. ჩვენ გვაქვს სულ 6 სახის გადასახადი. იმპორტირებული საქონლის 85%-ზე გადასახადი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენზე გადასახადი 5-დან 12%-მდეა", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ფისკალური სირთულეების მიუხედავად, ეფექტიანი ფუნქციონირების გამო საქართველო ახერხებს ეკონომიკურ ზრდას და წინსვლას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."