სად ცხოვრობს ადეიშვილის ოჯახი, რატომ გაყიდა ბინა საქართველოში და როგორ ხსნის ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტას?!

სად ცხოვრობს ადეიშვილის ოჯახი, რატომ გაყიდა ბინა საქართველოში და როგორ ხსნის ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტას?!

"როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა ჩაოგვიყალიბდა ინტერპოლთან"

"ჩემი ახლობლები, რა თქმა უნდა, წუხან იმის გამო, რომ სახლში არ არიან, ეს ჩემი შვილებისთვის სტრესია."

"ტრაგედიაა, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას ჭკუას არიგებს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მისი წინამორბედის ზურაბ ადეისვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მეცემული ინტერვიუს შეფასებისას.

"ინტერვიუ ვნახე და მომეჩვენა, რომ წარსული მელაპარაკებოდა. ეს არის ის წარსულის რეცეპტები, მექანიზმები, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი უბედურება მოიტანა და რატომღაც ახლა ამ უბედურების შემქმნელი ერთ-ერთი ავტორი სხვა ქვეყანაში მოიაზრება დემოკრატიის მშენებლად. ეს თავისთავად არის ტრაგედია. მაგრამ მე სხვა ინფორმაციაც მაქვს, რომ მისით, მისნაირი სხვა მრჩევლების მიმართ უკრაინის საზოგადოებაში იზრდება გაღიზიანება. მე ვეტყოდი უკრაინელებს, რომ ამ რჩევებს არანაირი ფასი არა აქვს. ყველა ციხეში, დააპატიმრეთ მოსამართლე და რეპრესიით ებრძოლეთ მთელ ნომენკლატურას და სახელმწიფო მანქანას – ეს არ ამართლებს. რა თქმა უნდა, დანაშაული უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს შიშველი ძალადობა, რომელსაც ჩემი წინამორბედი ქადაგებს, არ ამართლებდა საქართველოში და არ გაამართლებს უკრიანაში", - განაცხადა წულუკიანმა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ყოფნისას ყოველთვის სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა, ის, ფაქტობრივად, არ ჩნდებოდა მედიასთან, არასდროს აკეთებდა კომენტარს... შესაბამისად, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება რა განაცხადა მან უკრაინულ ინტერნეტ გამოცემა "გლავკომთან". გთავაზობთ ინტერვიუს მცირედ შემოკლებულ ვარიანტს:

ზურაბ ადეიშვილი: საქართევლოში 3 წლის განმავლობაში მოსამართლეთა 10% დავაკავეთ, რატომაც არ უნდა გააკეთოთ თქვენც იგივე?!

- რას მიიჩნევთ საქართველოში თქვენს ყველაზე დიდ პირად მიღწევად?

- მე გახლდით იმ ახალი ადმინისტრაციული კოდექსისა და ინფორმაციის შესახებ კანონის ავტორი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო გახდა ვალდებული საჯარო გაეხადა ის ინფორმაცია, რაც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის დაფარული იყო. როდესაც სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გავხდი, ჩვენ შევძელით და აჭარაში დავასრულეთ სეპარატისტული განწყობები, ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდ მღწევად მიმაჩნია. საქართველოსთვის აჭარის წართმევა უნდოდათ ისევე, როგორც უკრაინას წაართვეს ყირიმი. ჩემი გენერალური პროკურორობისა და იუსტიციის მინისტრობის დროს კი საქართველო ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური ქვეყნიდან, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად გარდაიქმნა.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში უყვარხართ იმისთვის, რაც გააკეთეთ?

- არ შემიძლია ვთქვა საქართველოში ხალხს ვიყვარვარ, თუ -არა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსები საერთოდ არც უნდა უყვარდეთ. მთავარია ისაა, თუ რას დატოვებენ ისინი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ჩვენი მთავარი მემკვიდრეობა ისაა, რომ საქართველო ერთ- ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა და რომ დღეს საქართველოში არსებობს ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო მომსახურების ცენტრები.

- რატომ დაინიშნა უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ თქვენი ყოფილი ხელქვეითი დავით საყვარელიძე და არა - თქვენ?

იმიტომ, რომ საჭირო მუშაობის შესაძებლობა ახალგაზრდებს მივცეთ - დავით საყვარელიძე 33 წლის, ახალგაზრდა და მეტად გამოცდილი კადრია. მას წარმატებული რეფორმების განსახორციელებლად ყველა საჭირო თვისება აქვს. ახლა სულ რაღაც 42 წლის ვარ, თუმცა როცა საქართველოს

იუსტიციის მინისტრად დავინიშნე 31 წლის ვიყავი.

იხილეთ გაგრძელება

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას

ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე