გია გეწაძე ჯაბა ებანოიძის შესახებ - უკრაინას არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები

გია გეწაძე ჯაბა ებანოიძის შესახებ - უკრაინას არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები

უკრაინა ამჟამად საომარ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს ძალიან სწრაფ რეფორმებს. ამიტომ სახელმწიფოს არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გია გეწაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მიგნიუსის" ცნობით, ამ განცხადებით გეწაძე ჯაბა ებანოიძის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა.

"მე, როგორც რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა აქტიურად მუშაობს, მიმაჩნია, რომ ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, ჩვენ გუნდს არ სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც ჯაბა ებანოიძის მაგალითმა გვიჩვენა, ყველა არ არის მზად პასუხისმგებლობის ასაღებად რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ აქ თანამდებობებისთვის არ მოვსულვართ, არამედ იმისთვის, რომ მოძმე უკრაინელებს დავეხმაროთ ქვეყნის შეცვლაში და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს", - აღნიშნა გია გეწაძემ.

ჯაბა ებანოიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."