არჩილ ხაბაძე - ჩემი დაჟინებული თხოვნაა, დემურ დიასამიძე მთავრობაში დარჩეს

არჩილ ხაბაძე - ჩემი დაჟინებული თხოვნაა, დემურ დიასამიძე მთავრობაში დარჩეს

არ დავმალავ, დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის დემურ დიასამიძის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დემურ დიასამიძე მისი გუნდის წევრია და მთავრობაში სხვა თანამდებობას შესთავაზებს. არჩილ ხაბაძემ არ დააკონკრეტა, თუ რა პოზიციაზე მუშაობას სთავაზობს დიასამიძეს, თუმცა მთავრობის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დიასამიძის პოტენციალს "მტკივნეული თემების" გადასაჭრელად გამოიყენებს.

"ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გავაკეთეთ და მისი პოტენციალის, შესაძლებლობის გაშვება იქნება მთავრობისთის ძალიან დიდი დანაკარგი. გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე. უფრო დავაწინაურებთ. იქ, სადაც უფრო მტკივნეული თემებია გასაკეთებელი და განსახორციელებელი, იქ უნდა მოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დიასამიძემ თანამშრომლებს გუშინ აცნობა. მანამდე ის ერთი თვით შვეულებაში იმყოფებოდა.

დემურ დიასამიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ერთი წლის წინ დაინიშნა. მანამდე ის ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."