ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ყველაზე გრძელი და ყველაზე ძვირი კამპანიაა მსოფლიოში. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. ამ სტატიაში მოვყვები კანდიდატების, მათი შანსების და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულის გამარჯვებას საქართველოსთვის.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დიდი ალბათობით ჰილარი კლინტონი იქნება. ის 2008 წელს, შიდა პარტიული არჩევნების დროს, ობამას წინააღმდეგ რთულ კამპანიაში მონაწილეობდა და დამარცხდა. როცა ობამამ უკვე საერთო-საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო, ჰილარი მის ადმინისტრაციას, როგორც სახელმწოფო მდივანი, ისე შეუერთდა.

ის გამოცდილი და მეტად პატივცემული კანდიდატია, ახლა კიდევ უფრო მეტად დაფასებული, ვიდრე 2001 წელს, როდესაც მის მეუღლეს ბილ კლინტონს პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა. მედიამ უკვე იმდენი იცის ორივეს შესახებ, რომ რაიმე სკანდალის გამოძებნის უმცირესი შანსიც კი აღარ არის. მის გარდა, კიდევ რამდენიმე შესაძლო დემოკრატი კანდიდატია, უმეტესად მემერცხენე მხარეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ცხადად ჩანს, რომ ქალბატონ კლინტონს ვერ მოუგებენ. უკონკურენტო შიდა არჩევნებს თავისი უპირატესობები აქვს, განსაკუთრებით საერთო-საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფულის დაზოგვის თვალსაზრისით.

რესპუბლიკურ პარტიას სამი მთავარი არაფორმალური ფრაქცია აქვს. მათ შორის ყველაზე პატარა "ლიბერტარიანელებია". მათ პატარა მთავრობის სჯერათ, ე.წ. დანამატ ჯგუფად მიიჩნევიან და მემარცხენე-მემარჯვენედ დაყოფილ პოლიტიკურ სპექტრში არ ჯდებიან. მათმა კანდიდატმა რენდ პოლმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ის კენტუკის შტატის სენატორია. მამამისმა, რომელიც ასევე ლიბერტარიანელია, როგორც რესპუბლიკელების კანდიდატმა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და შიდა არჩევნებში დამარცხდა.

მეორე ჯგუფი "თი ფართია". ეს არაფორმალური ჯგუფი 2007 - 2008 წლის რესპუბლიკელთა საარჩევნო კამპანიის დროს დაარსდა. ის ძირითადად ქვეყნის შუა შტატებისა და პერიფერიებში მცხოვრები, ნაკლებად განათლებული, თეთრკანიანი კაცებისგან შედგება. ჯგუფის ბირთვი ის ხალხია, რომლებსაც მაღალანაზღაურებადი სამსახურები ჰქონდათ, მაგალითად, ქარხნებში და რომლებიც მას შემდეგ აღარ მუშაობენ, რაც ინდუსტრიულმა წარმოებამ აღმოსავლეთ აზიაში გადაინაცვლა. მათ შორის ბევრი დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ პრეზიდენტი აფრო-ამერიკელია. მათი პოლიტიკა არა თანმიმდევრულია. მათ ძირითადად აერთიანებთ ობამასთან ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ასევე ერთიანდებიან რამდენიმე პროგრესული პოლიტიკური იდეის წინააღმდეგაც, მაგალითად, ეწინააღმდეგებიან ემიგრაციას. მათი დისკურსი იმ იდეის გარშემო ტრიალებს, რომ ამერიკა "დომინერებული" სახელმწიფოა. "ლიბერტარიანელებისგან" განსხვავებით, ეს ის ჯგუფია, რომელიც განზოგადებული მღელვარების საპასუხოდ დაარსდა და არა რაიმე სპეციფიკური რაციონალური პოლიტიკის გატრების მიზნით. პირველი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ გამოხატა სწორედ ამ ჯგუფიდანაა. მას ტედ კრუზი ჰქვია და ის ტეხასის სენატორია.

მესამე ჯგუფი იმათგან შედგება, ვისაც მდიდარ, თეთრ კაცებს ვუწოდებთ. ისინი დიდი ბიზნესის მხარდამჭერები არიან. 2010 წელს მიღებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რომელსაც "გაერთიენებული მოქალაქეები" ჰქვია და რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიების დროს განუზომელი რაოდენობის ფულის მიღების საშუალება დაუშვა, გამოჩნდა რამდენიმე უკიდურესად მდიდარი პიროვნება, რომელიც მილიონობით დოლარს აძლევს იმ კანდიდატებს, რომლებიც მათ ინტერესებს ატარებენ. ეს ჯგუფი წლებია მხარს უჭერს იმ სულისკვეთებას, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მმართველ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკოსებს გააჩნიათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."