დავით ნარმანიას კომენტარი 5 ახალი მრჩევლის შესახებ

დავით ნარმანიას კომენტარი 5 ახალი მრჩევლის შესახებ

თბილისის მერი დავით ნარმანია 5 ახალი მრჩევლის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, საკრებულოში წარდგენილი ცვლილებებით, უბრალოდ ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული შტატების თავმოყრა ხდება.

"რაიმე სახის დამატებითი მრჩევლების დანიშვნას ეს ცვლილება არ ითვალისწინებს. ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით იყო შტატები გაფანტული, ამ ცვლილებით კი ხდება მათი თავმოყრა. მრჩევლები ჩვენ გვყავს ცენტრალურ აპარატში, ასე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამით არ ხდება", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება შოშიაშვილის ბრალდებას, რომ თბილისის მერიაში საშტატო ერთეულები "ხელოვნურადაა გაბერილი", თბილისის მერის მტკიცებით, "იქ, სადაც შტატების დამატება მოხდა, ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული".

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერს სავარაუდოდ ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოსაგან მერიის საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდას ითხოვს.

თამაზ შოშიაშვილის თქმით, თბილისის მერმა 14 მაისს განაცხადით მიმართა საკრებულოს საშტატო ერთეულის 5 მრჩევლით გაზრდის შესახებ. შოშიაშვილის განცხადებით, ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."