გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს

გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს

ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზის გაკეთება, თუ რამ გამოიწვია ეს ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან კარგი და დადებითი პროცესია.

"ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი ალბათ თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანია, ასევე EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად, მე მეგონია, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი გიორგი კვირიკაშვილმა და ჰუალინგ ჯგუფის კომპანია შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD დირექტორმა სიაოწინ შაომ მოაწერეს. როგორც ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, კომპანია ჰუალინგ ჯგუფის შვილობილ კომპანია "ჰუაშუნთან" საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება ქუთაისში 36 ჰექტარ ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ. კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ის, რომ ინვესტორი კომპანია განახორციელებს 40 მილიონი დოლარის ინვესტირებას ამ ტერიტორიაზე.

"შეიქმნება არაერთი საწარმო, ისეთები როგირცაა ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის საწარმოები, საფეიქრო, ქვის გადამუშავება და ა.შ. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მინიმუმ 75% უნდა იყოს დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაფართოების და განვითარების, რომელიც არაერთხელ გამოიხატა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებით.

"მოხარული ვარ, რომ ეს ინვესტორი რომელიც შარშან III კვარტლის მონაცემებით დაფიქსირდა როგორც ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა მზად არის ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."