მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგას ეწვევა

მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგას ეწვევა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგას ეწვევა. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლატვიის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაიმართება. სააკაშვილი ფორუმს სტუმრის სტატუსით დაესწრება.

სამიტზე მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს შესახებაც იქნება საუბარი. ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე დასწრებას გეგმავს რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი, უკრაინის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის რიგაში ვიზიტის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."