"თმენის ვალდებულება ამომეწურა და ფრთხილად იცხოვრეთ, ნაძირლებო!" - ვის ემუქრება ლუკა კურტანიძე

"თმენის ვალდებულება ამომეწურა და ფრთხილად იცხოვრეთ, ნაძირლებო!" - ვის ემუქრება ლუკა კურტანიძე

დეპუტატი ლუკა კურტანიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელიც 17 მაისს "ტელეიმედის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება. სიუჟეტში საუბარი იყო სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე, რომელიც "სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრების პირად ინტერესებს შეეწირა."

"ბევრი ვიფიქრე როგორ გამეცა პასუხი იმ ცილის წამებაზე და ცრუ ბრალდებებზე რაც 17 მაისს ტელე იმედის ეთერში გავიდა.... შეტევა ოჯახზე მის ღირსებაზე... თან სპეციალურად 17 მაისს.. თუმცა მესმის იმ ადამიანების ვინც ეს ჩაიდინეს ( ნაძირლებს ტიტული და ოჯახის შვილობა ვერ აკავებთ) გულდასაწყვეტია იმედის ტელევიზია რომლის მეპატრონე უშვებს და პასუხს არასთხოვს ცრუ ადამიანებს ვინც სიტყვით კლავენ ადამიანებს... ასეთ ცრუ და ცილის წამებლურ გადაუწმობელ ინფორმაციებს გავრცელებისთვის! ასეთი ტელევიზიისთვის და საერთოდ. .. არ უბრძოლია ერს და მათ შორის არც მე ლუკა კურტანიძეს...

სამწუხაროა! ვახო სანაიას გადაცემაში ტვეს ში ნახეთ იმ ცრუ ადამიანის აღიარება რომელსაც რომან რურუა ერქვა... თვითონვე გამოტანა თავის სიცრუვეს განაჩენი! ყოფილ სპორტის მინისტრს და მის წამქეზებლებს ურჩევ ეყოფათ ის რაც ვითმინე და გადაიტანა ჩემა ოჯახმა მათ მიერ მოწყობილ დამცირების და ტალახის სროლით! თმენის ვალდებულება ამომეწურა და ფრთხილად იცხოვრეთ ნაძირლებო! რადგან იკადრეთ და გადათელეთ ჩემი და ოჯახის ღირსება არ და ვერ გაპატიებთ თქვენს ნაძირლობას პატარა კაცმაცუნებო ანუ ვირთხებო!!!

მე მთელი ჩემი სიცოცხლე, ღირსებით შევწირე სამშობლოს ჩემი მთელი ადამიანური რესურსი და ამით ვხარობ..არავის აქვს უფლება ეს ბედნიერება წამართვას! ორშაბათს კი ვიტყვი მთელი ქვეყნის გასაგონად რა შევძელით და რა შევძინეთ ჩვენს ქვეყანას! და ეს იქნება ღირსეული ამაღლებული პასუხი ყველას! სიყვარულით მომილოცნია ამაღლების ბრწყინვალე დღე!ამინ" - წერს კურტანიძე.

იხილეთ ასევე|მწვრთნელებისგან მიღებული წილები და უკანონო გარიგებები ზაზა სიორიძესა და ვალერი გელაშვილთან - სკანდალური დასკვნის დეტალები ლუკა კურტანიძის შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."