პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიში უარყოფითად შეაფასა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიში უარყოფითად შეაფასა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში უარყოფითად შეაფასა. კომიტეტის წევრების კითხვები ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, არჩილ მესტვირიშვილისადმი ძირითადად კრიტიკული იყო.

როგორც ანგარიშის მოსმენისას ითქვა, მეტი კორდინაციისა და ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი აქტიურობის პირობებში შესაძლებელი იყო ლარის გაუფასურებით მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა ისიც, რომ 2008-2009 წლებში ეროვნული ბანკი გაცილებით აქტიურ ინტერვენციებს ახორციელებდა და დაინტერესდა რატომ აღმოაჩნდა ახლა მას, განსხვავებული მიდგომა.

ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენის ბოლოს კომიტეტის წევრებმა პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი დადებითად არ შეაფასეს და სათანადო გადაწყვეტილება კენჭისყრით დააფიქსირეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."