ვინ არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე

ვინ არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს ამ დროისთვის ოთხი მოადგილე ჰყავს. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერ-მინისტრის 4 მაისის ბრძანების თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნულია კახა ოქროჯანაშვილი, რომლიც მანამდე მინდია ჯანელიძის მოადგილე იყო.

საყურადღებოა, რომ თინა ხიდაშელმა მოადგილეები 15 მაისს წარადგინა და მათ შორის ოქროჯანაშვილი არ ყოფილა. კერძოდ, ხიდაშელმა დავით ებრალიძის, ანა დოლიძისა და ბესიკ ლოლაძის წარდგენისას აღნიშნა, რომ კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, თუმცა ისინი ამ დროისთვის უცხოეთში სწავლობენ და საქართველოში დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კახა ოქროჯანაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ჯერ რჩება ამ პოსტზე, ვიდრე თავდაცვის მინისტრის კიდევ ორი მოადგილე დაინიშნება. კითხვაზე, რატომ არ წარადგინა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კახა ოქროჯანაშვილი თავის მოადგილედ, თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ახალი მოადგილეების წარდგენა მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მოადგილეების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ განახლდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში (2010-2014), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში (2009 -2010), იუსტიციის სამინისტროში (2007-2009) - იუსტიციის სამინისტროში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში (2003-2005), საგარეო საქმეთა სამინისტროში (1998-2003), 2014 წლის დეკემბრიდან კი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა და მინდია ჯანელიძის გადადგომის შემდეგ, 4 მაისს ხელახლა დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."