პაატა ზაქარეიშვილი - უამრავი ღირსების გამო, "რესპუბლიკური პარტია" არის ჩაუძირავი

პაატა ზაქარეიშვილი - უამრავი ღირსების გამო, "რესპუბლიკური პარტია" არის ჩაუძირავი

ერთადერთი რეალური და ნამდვილი პარტია საქართველოში არის სწორედ "რესპუბლიკური პარტია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" განუცხადა, სადაც რესპუბლიკური პარტიის 37 წლისთავისადმი დაკავშირებული კონფერენცია მიმდინარეობს.

ზაქარეიშვილის განმარტებით, უამრავი ღირსების გამო, "რესპუბლიკური პარტია" არის ჩაუძირავი.

"სამწუხაროდ და სულაც არ მიხარია, რასაც ვიტყვი, მაგრამ ერთადერთი რეალური და ნამდვილი პარტია საქართველოში არის სწორედ "რესპუბლიკური პარტია". მისი რესურსები შეიძლება არ არის ყოვლისმომცველი და მასშტაბური, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს მდგრადი და მყარი ამომრჩეველი - მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთგული. რეგიონებში გვაქვს ძლიერი წარმომადგენლობა და ეს არის ჩვენი, "რესპუბლიკელების" მთავარი ღირსება. გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, იდეოლოგია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საწინდარი იმის, რომ რესპუბლიკურ პარტიას შესწევს უნარი, ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდეს კონტაქტი. ჩვენ არასდროს არავისთან არ ვწყვეტთ კონტაქტს და არ ვწვავთ ხიდებს, რაც არის ღირსება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოლიტიკური პარტია უნდა ჩხუბობდეს, სხვებს მუდმივად ლანძღავდეს, ეს ასე არ არის და არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში შენ პოლიტიკური პარტია არ ხარ. ერთი სიტყვით, უამრავი ღირსების გამო ჩვენი პარტია არის ჩაუძირავი. ვინც კი ეცადა რესპუბლიკური პარტიის მიმართ ჰქონოდა გარკვეული წინააღმდეგობა, ყველა გაქრა - სად არის კომუნისტური პარტია, აღორძინება, მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალურ მოძრაობასაც ვხედავთ რა ბედი ეწევა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით "რესპუბილკური აპრტია" არის სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვინც მათ ღირებულებებსა და პოზიციებს იზიარებს.

"მე ვუსურვებ ჩვენს პარტიას, შეინარჩუნოს ეს ღირებულებითი პრინციპულობა. შესაბამისად მიმაჩნია რომ საქართველო რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად აუცილებლად მიაღწევს წარმატებას", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."