მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში თუკი რამე კეთდება, ქართველები არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში თუკი რამე კეთდება, ქართველები არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში თუკი რამე კეთდება, ქართველები არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა, უკრაინაში ეკა ზღულაძე ძალიან წარმატებულია, იმიტომ რომ პოლიციის რეფორმა ახლა ერთადერთი რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ნდობით სარგებლობს. სააკაშვილის განცხადებით, ზღულაძის დაქვემდებარებაში არის მთელი რეფორმატორების ჯგუფი.

"ყოჩაღ ეკა, მართლაც ძალიან პოპულარულია უკრაინაში. პროკურატურაში დავით საყვარელიძემ დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები. გიზო უგულავა, რომელიც ჩემი ადვოკატი იყო, დაინიშნა ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. რეალურად, საგამოძიებო საქმეებში უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით გიზო არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი.

კიევის მერიაშიც რაღაცეები გავაკეთეთ. ჯანდაცვის სამინისტროშიც რაღაცეები დაიწყო. ყველგან ერთნაირად არ იქნება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ თუკი რამე კეთდება კიდევ, ქართველები არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, ბევრად მეტია გასაკეთებელი უკრაინაში. მე, პირადად, პირველი გეტყვით იმას, რომ ასჯერ მეტია გასაკეთებელი, ვიდრე კეთდება დღეს", -განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."