ოთარ აბესაძე ნიკა მელიაზე: "მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე)"

ოთარ აბესაძე ნიკა მელიაზე: "მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე)"

განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ნიკა მელიამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი მუცელზე, ე.წ.ღიპზე უჩქმიტა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოთარ აბესაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს

"დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოვიდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ამ საკითხზე გაიმართა მინისტრისა და მათი შეხვედრა. მშობლებთან ერთად, მოდი ესე ვიტყვი მშობლებზე მეტი იყვნენ თავისუფალი ზონის და ნაციონალური მოძრაობის წევრები. მინისტრთან შეხვედრაზე ასაყვანად ჩავედი მე სადაც ვესაუბრე დეპუტატ კობა სუბელიანს და ნაც. მოძრაობის წევრ ნიკანორ მელიას. ცხადია მათ სურდათ "შოუ" და პროვოკაცია რასაც ვერ მიაღწიეს და ამ დროს ბ-ნი ნიკანორი დისკუსიის დასრულებისას მომიახლოვდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე) ბ-ნი ნიკანორი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."