ირაკლი ღარიბაშვილისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალები

ირაკლი ღარიბაშვილისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენს შეხვდა და თავისი შვედი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) თანამშრომლობა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებით აღნიშნა, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია და SIDA საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში სახელმწიფოს განვითარების, გარემოზე ზეგავლენის შემცირებით გარემოს გაუმჯობესების და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."