შსს-მ წალენჯიხაში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ წალენჯიხაში უკანონო იარაღი ამოიღო

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, 1950 წელს დაბადებული რევაზ უ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, ამოღებულია "იჟ 56-3-ის" მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ვაზნები საბრძოლოა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."