მარტინ შულცი - ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს

მარტინ შულცი - ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას.

პრემიერი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს როლს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."