დავით ნარმანია - არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს

დავით ნარმანია - არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს

დედაქალაქის მერის განცხადებით, არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს. ამის შესახებ ნარმანიამ დღეს სასტუმრო "რედისონში" განაცხადა. თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მას ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება.

"თბილისის მერია ძალიან დიდი უწყებაა და მერს რაში ჭირდება მრჩევლები, ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად. ეს არის მერის დისკრეციული უფლებამოსილება. მანდეთ ეს საკითხი და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სისტემაში და გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ უშუალოდ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან", _ დასძინა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."