თინა ხიდაშელი - მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

თინა ხიდაშელი - მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს აუცილებელია, რათა აღნიშნულთან მიმართებაში მოლოდინი არ იყოს უსასრულო.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში დღეს დილიდან მართავს შეხვედრებს. ვფიქრობ, საბოლოო პასუხები ჩვენ სწორედ ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ გვექნება. მოლოდინი არც ერთი წამით არ შეცვლილა, შესაბამისად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იქნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი. ეს მოხდება 21-22 მაისს, თუ პირობითად 27-28 ოქტომბერს სხვა რომელიმე ქალაქში, არა მგონია იყოს პრინციპულად მნიშვნელოვანი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ მოლოდინი არ იყოს უსასრულო და დაუმთავრებელი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების გადავადების აუცილებლობას, ყირიმის ანექსიის ფაქტორს უკავშირებს.

"სამწუხაროდ, ქვეყნების ნაწილს იმასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, რომ ყირიმი ანექსირებულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს არ იქნება გაზიარებული ევროკავშირის მხრიდან და დეკლარაცია იქნება ადეკვატური იმ პორბლემების, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე საუბარიც არ არის, თუკი ვინმეს დღეს ყირიმის ანექსიასთან მიმართებაში აქვს პრობლემა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."