დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები

დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ემოციები ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით ბუნებრივი თემაა, რადგან სიტუაცია საკმაოდ რთულია რეგიონის გარშემო. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ტუსკის თქმით, ევროკავშირი ვერ გასცემს ოპტიმისტურ დაპირებებს:

"გულახდილად მოგახსენებთ - ევროკავშირი დაპირებებს, რა თქმა უნდა, გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება ამ ქვეყნების მოლოდინებს. ალბათ, ზუსტად უნდა დაიჭიროთ ეს განსხვავება ჩვენ დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა. ყველა მათგანი – პრემიერი, პრეზიდენტი _ თავიანთ საუბრებში ხაზს უსვამდა, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის თემები მათთვის. პოლიტიკური განწყობა, როდესაც საკითხი ეხება ამ თემას, იყო ძალზედ ოპტიმისტური და ძალზედ მაღალი დონის პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

"ეჭვგარეშეა, ფორმულირებებზე საუბარი და მოლაპარაკება საკმაოდ რთული იყო. რა თქმა უნდა, ენის, ტერმონოლოგიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ არაფერი არ იცვლება, როცა საკითხი ეხება ჩვენს განზრახვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მივიწევთ არჩეული კურსით, მაგრამ არავის გაუცია დაპირებები, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი იქნებოდა პროცესის ავტომატური დასაწყისი ევროკავშირის წევრობამდე. თქვენ გზაზე მხარდამჭერებიც გეყოლებათ, სკეპტიკოსებიც და ოპონენტებიც, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამბიციების მოცემულ დონეს, რაც საკმაოდ დასაფასებელია. ესეც რთული და კომპლექსური პროცესი იყო. ეს არის მაქსიმუმი. ამ მაქსიმუმს მივაღწიეთ დღეს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას".

"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა, გვჭირდება გამოვიმუშავოთ სტრატეგიული მოთმინება. რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების წინ გადადგმის გამოცხადება არ იგეგმება. არა, ჩვენი პარტნიორობა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს წინ, ისე როგორც ევროკავშირი შეიქმნა, ამ შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნიშნავს რეალურ პროგრესს ვაჭრობის, ენერგეტიკის, მობილობისა და რეფორმების კუთხით, რაც ჩვენი პარტნიორების და ასევე მთელი ევროპის ინტერესებშია",- წერია დონალდ ტუსკის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."