რიგის დეკლარაცია - 2014 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ არის გარანტირებული

რიგის დეკლარაცია - 2014 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ არის გარანტირებული

რიგის სამიტის დეკლარაციაში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებზე. სამიტის მონაწილეები აღნიშნავენ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას.

"2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახსენებით, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მცდელობების მიმართ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული განხორციელების შედეგად. მონაწილეები ხაზს უსვამენ ეუთო-ს, როგორც რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული ორგანიზაციის განსაკუთრებულ როლს", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

სამიტის საბოლოო დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ არის გარანტირებული 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე.

თუმცა, დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთთან" და აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულებების გაფორმება, რის ჩამატებასაც ქართული მხარე ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."