პაატა ზაქარეიშვილი - რიგის სამიტზე მივიღეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით

პაატა ზაქარეიშვილი - რიგის სამიტზე მივიღეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით

რიგის სამიტზე მივიღეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს რიგის სამიტის შედეგებზე კომენტირებისას განუცხადა.

ზაქარეიშვილის განმარტებით, ის სამიტის შედეგებით კმაყოფილია.

"მე კმაყოფილი ვარ რიგის სამიტის შედეგებით. ჩვენ მივიღეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით. სამწუხაროდ, საზოგადოებაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელმოცარულია და ვერ მართავს სიტუაციას მუდმივად უნდა ჩრდილი მიაყენოს გარკვეულ პოლიტიკას, თუმცა, ეს არ გამოდის, ვინაიდან ცალსახად აღიარებულია, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო არიან აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდში და ყველა სიკეთე, რაც ევროპას შეუძლია მისცეს, ამ ეტაპისთვის მიცემულია. პროგრესი არის და პროცესი არ ჩერდება. არც არავითარი ნიშანია იმის, რომ ის მომავალში შეჩერდება. პირიქით, პროცესი ჩქარდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მიდის წარმატებულად. წლის ბოლოს დასრულდება იმ პროგრესის შეფასება, რაც იმ დროისთვის იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას და არა მარტო ამას, სხვა სიკეთეებსაც, რადგან ევროპა დაინტერესებულია საქართველოში იყოს მეტი ევროპული ღირებულებები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."