26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა

26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა.

აღნიშნულის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ"

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი

ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"

საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 385 000 (სამასოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს - 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას - 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.

პრემიერის განკარგულება 15 მაისით თარიღდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."