დიდება სააკაშვილს! - ოდესელების შეხვედრა ექსპრეზიდენტთან და ფოტო შველთან

დიდება სააკაშვილს!  - ოდესელების შეხვედრა ექსპრეზიდენტთან და ფოტო შველთან

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ფესტივალის "ძალა ერთობაშია" გახსნის სადღესასწაულო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

"Слава Украине! Слава Грузии! Слава Саакашвили! - დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება სააკაშვილს!", - ამ შეძახილებით შეხვდა ასობით უკრაინელი ოდესაში ჩასულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში სახალხო მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის ქალაქში საქართველოს დღეები იმართება და სწორედ მასზე დასასწრებად იმყოფება ქალაქში პრეზიდენტ პოროშენკოს ქართველი მრჩეველი. მოსახლეობასთან სააკაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა შემდეგი მინაწერით: "იმ "ბრძენი კაცის" მთავრობა ყოველდღე ამტკიცებს, რომ უკრაინელებს ქართველი რეფორმატორები სულ უფრო მეტად ეზიზღებათ.

დღევანდელი დღე ოდესაშიც ამის ნათელი მაგალითია, რომ ბიძინა და ბიძინოიდები არასდროს იტყუებიან", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

რამდენიმე წუთის წინ მან ოდესაში ვიზიტის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ფოტოზე კი ის შველთან ერთად არის გამოსახული.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."