ამერიკელი გენერალი თინა ხიდაშელს - თქვენი გამბედაობა და ლიდერობა მნიშვნელოვანია

ამერიკელი გენერალი თინა ხიდაშელს - თქვენი გამბედაობა და ლიდერობა მნიშვნელოვანია

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 26 მაისს აღინიშნება.

როგორც ამერიკელმა გენერალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივია ის ჯილდო, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა.

"ეს არის დასტური ჩვენი ურთიერთობის, აშშ-ის და საქართველოს შეირაღებული ძალების ურთიერთობის და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის. ევროატლანტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღეს კიდევ უფრო მყარია, ვიდრე აქამდე იყო.

საქართველოს როლი, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის და მისი ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაძლიერდა", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მისივე თქმით, სამხედრო წვრთნა, "ღირსეული პარტნიორი", რომელიც დღეს სრულდება, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. "პირველად მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ჯავშანტრანსპორტიორები სწორედ შავი ზღვის საშუალებით ყოფილიყო ტრანსპორტირებული. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ვამაყობ წლევანდელი წვრთნებით. იმედს გამოვთქვამ და ასევე დარწმუნებულიც ვარ, რომ მომავალ წელს გავამყარებთ და გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რომელიც წელს მივიღეთ. ეს წვრთნები კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ სახელმწიფოების უფლებაა თავისი არჩევანი გააკეთოს", -განაცხადა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს და გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს.

"ქალბატონო მინისტრო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, გილოცავთ. თქვენი გამბედაობა და თქვენი ლიდერობა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მისივე განცხადებით, გამოწვევების ფონზე აუცილებელია გამოცდილი, ძლიერი შეირაღებული ძალების ყოლა.

ამით ფრედერიკ ბენ ჰოჯესი კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა რუსული აგრესიული პოლიტიკის ფონზე საქართველო და უკრაინა, გარდა ამისა, პოტენციური საფრთხე არსებობს ისლამური სახელმწიფოს მხრიდან.

კითხვაზე, კონკრეტული რეკომენდაციები ხომ არ ექნებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის, ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ყველას, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია, პირველ რიგში უნდა გამოწვევები პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყდეს.

"აქ უნდა იყოს როგორც დიპლომატიური, ეკონომიკური ზეწოლა, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საინფორმაციო ომში წარმატების მიღწევის საშუალება. მაგრამ აუცილებელია ასევე ძალიან ძლიერი, გამოცდილი შეირაღებული ძალების ყოლა", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."