თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია

თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე განცხადებით, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა.

"გატაცება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის სრული დარღვევა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ყველა შეთანხმების, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული რუსეთთან. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება მოსახლეობა. ეს არის ის თემა, რომელსაც ქართული დიპლომატია რეგულარულად აყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატზე", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. სოლაშვილი სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებაორებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, სოლაშვილი ოკუპანტებმა დააკავეს საოკუპაციო ხაზის ე.წ. გადაკვეთისთვის. შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კი, იმის გამო, რომ სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება სოლაშვილების ოჯახი ვერც გარდაცვლილის დაკრძალვას ახერხებს. როგორც ადგილობრივი რწმუნებული განმარტავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გრემისხევის თემიდან გატაცების მეხუთე შემთხვევაა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."