თინა ხიდაშელი - ქართული ჯარი იყო, არის და იქნება სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი

თინა ხიდაშელი - ქართული ჯარი იყო, არის და იქნება სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი

ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მჭიდრო და ღირსეული თანამშრომლობა განამტკიცებს ჩვენს რწმენას, რომ განხორციელებული რეფორმები და საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი კონტრიბუცია ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს და საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკურ საფეხურს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, "ღირსეული პარტნიორის" დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ამ დღეების განმავლობაში, რაც წვრთნები მიმდინარეობს, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა მართლაც ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს ერთმანეთს.

"ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს წვრთნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი. სწავლების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა, საჭიროების შემთხვევაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის მისაღებად. იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის, ისევე, როგორც რეგიონის წინაშე დგას, საქართველოს დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა, რათა თავდაცვისუნარიანობა აიმაღლოს და საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიცვას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია და ამის მაგალითს წარმოადგენს ის, რომ 12 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა ინტენსიური მომზადება გაიარა ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, ხიდაშელის თქმით, საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის საუკეთესო გამოვლინება იქნება 26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყნის მთავარ მოედანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგებიან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."