ეკა ბესელია - 26 მაისის აქციის დარბევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რასაც რიგითი პირები ვერ მიიღებდნენ

ეკა ბესელია - 26 მაისის აქციის დარბევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რასაც რიგითი პირები ვერ მიიღებდნენ

26 მაისის აქციის დარბევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც რიგითი პირები ვერ მიიღებდნენ, - აღნიშნული განცხადებით 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ განაცხადა, აქციის დაშლის შედეგად დაშავდა და დაზარალდა არა ერთი მოქალაქე, ადგილი ჰქონდა უკანონო დაპატიმრებებს და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

"ეს იყო მძიმე, სისხლიანი ანგარიშსწორება მოქალაქეების მიმართ. კარგია, რომ ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება დაიწყო, რომელიც ექხება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების შელახვას, გამოიკვეთა ბრალეული პირები და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. მომხდარის გამოძიება სახელმწიფოს ვალდებულება იყო, რაც პოლიტიკურ დევნად ვერ განიხილება", - განაცხადა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ყოველთვის უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ შეკრების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს, ხოლო დანაშაულის დაუსჯელობა შემდგომ დანაშაულს წაახალისებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."