"ნაციონალებს" ლიდერები ტოვებენ? - პარტიაში პირველი კომენტარები კეთდება

"ნაციონალებს" ლიდერები ტოვებენ? - პარტიაში პირველი კომენტარები კეთდება

"ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მან რამდენიმე თანაპარტიელის პარტიიდან წასვლის თაობაზე არაფერი იცის.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრა გაიმართება და განცხადებაც ამის შემდეგ გაკეთდება.

"ერთადერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პარლამენტში მოსვლამდე სერგო რატიანი პარტიის ოფისში დავტოვე", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.

სერგო რატიანი მის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგო რატიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ პარტია დატოვეს, თუმცა, თავად სერგო რატიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ტყუილია. ლექციაზე შევედი და სანამ გამოვედი, თუ რამე ხდება ჩემს თავს, არ ვიცი. არ ვიცი რა გახდა ამ ჭორის საფუძველი", - განუცხადა რატიანმა "ინტერპრესნიუსს".

ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურშიც სცადა. პარტიაში აცხადებენ, რომ "ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ".

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი მელაძეს, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძემ, სერგო რატიანმა, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ დატოვა.

პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი, მით უფრო, როცა არჩევნები ახლოვდება - ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პატრიის სამი ლიდერის პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."