"ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს, კარგად არის ყველაფერი,"- გიორგი ვაშაძის კომენტარი ხმებზე "ნაციონალებიდან" ლიდერების წასვლის შესახებ

"ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს, კარგად არის ყველაფერი,"- გიორგი ვაშაძის კომენტარი ხმებზე "ნაციონალებიდან" ლიდერების წასვლის შესახებ

ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს, კარგად არის ყველაფერი", -  ეს განცხადება დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს, გაიმართება ბრიფინგი. არის გარკვეული დისკურსია პარტიის შიგნით. ყველაფერი კარგად არის, ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების",- აცხადებს დეპუტატი გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძემ, სერგო რატიანმა, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ დატოვა.

პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი, მით უფრო, როცა არჩევნები ახლოვდება - ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პატრიის სამი ლიდერის პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

იხილეთ| "ნაციონალებს" ლიდერები ტოვებენ? - პარტიაში პირველი კომენტარები კეთდება

მომზადებულია "ინტერპრესნიუსისა" და "კურიერის" მასალების მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."