როგორ აფასებენ "ნაცმოძრაობიდან" 4 წევრის წასვლის შესახებ ინფორმაციას ალასანიას პარტიაში

როგორ აფასებენ "ნაცმოძრაობიდან" 4 წევრის წასვლის შესახებ ინფორმაციას ალასანიას პარტიაში

"ეს თუ ასეა, პარტიის რღვევას გამოიწვევს", - ასე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოთხმა წევრმა დატოვა.

"რუსთავი 2"-თან საუბარში აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ოთხმა დეპუტატმა პარტია მართლაც დატოვა, მათთან თავისუფალმა დემოკრატებმა ითანამშრომლონ.

"რა თქმა უნდა, თუ ეს ასეა პარტია ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს და რღვევას გამოიწვევს. თუ ვისთან იქნება თანამშრომლობა, ამას მომავალი დაგვანახებს. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით არ ვმსჯელობთ", - აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."