რას ამბობს 2011 წლის 26 მაისის შესახებ ოთხი წლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი

 რას ამბობს 2011 წლის 26 მაისის შესახებ ოთხი წლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი

2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ოთხი წელი გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ქვედანაყოფებმა "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაშალეს. დემონსტრანტები მაშინდელი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე "სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილე 105 პირი დააკავეს. მათ უმრავლესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხულიგნობასა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულში დაედო ბრალი. მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი; ასევე, გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი, 26 მაისის აქციის დაშლისას, სიცოცხლის უფლების ხელყოფის 5 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პოლიციელის და აქციის ოთხი მონაწილის.

ოთხი წლის წინ განვითარებული მოვლენები, ახალი ხელისუფლების პირობებში წარმართული გამოძიება, საპროტესტო აქციების ორგანიზატორების პასუხისმგებლობა და სხვა ქვეყნების შესაძლო ჩართულობა პროცესებში – ამ საკითხების შესაფასებლად "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორსა და ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს ვესაუბრეთ.

- 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები სააკაშვილის ბრუტალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სერიოზული, ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი იყო. 2011 წლის 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც 2012 წლის 1 ოქტომბერი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, სააკაშვილის რეჟიმის არსებობა შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივებულიყო. ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი, თუმცა, მეორე მხრივ, ყველა დიდი ცვლილება, რაც ხდება, წლების განმავლობაში მიმდინარეობს. 9-წლიან პერიოდში თითოეული მოქმედება, ძალისხმევა, აკეთებდა თავის საქმეს რეჟიმის თანმიმდევრულ დასუსტებაში და ბოლოს, გადამწყვეტ ეტაპზე გამოვიდა ძალა, რომელმაც საბოლოოდ დაამსხვრია რეჟიმი. თუმცა, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა შეცვალა. ეს იყო წლების განმავლობაში წარმოებული ბრძოლის შედეგი. სააკაშვილის მოსვლის დღიდანვე იყო მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ხელისუფლების მისამართით პროტესტს გამოთქვამდნენ, მათ შორის ვიყავი მე და ამის გამო ციხეშიც აღმოვჩნდი. შემდეგ იყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები – 7 ნოემბრის აქციები, 2009 წლის აპრილის აქციები, რომლებმაც დიდი დარტყმა მიაყენეს სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო 2011 წლის მაისის აქციებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ყოფილი ხელისუფლების შეცვლაში. ჩვენ, რაც დრო გავა, უფრო და უფრო ადეკვატურ შეფასებას მივცემთ 2011 წლის 26 მაისის მნიშვნელობას. ეს იყო ბრძოლა ყველა იმ უზნეობის წინააღმდეგ, რისი მომსწრეც გავხდით 9-წლიანი რეჟიმის პირობებში, ეს იყო ბრძოლა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თავისუფალი ტელევიზიისთვის, დემოკრატიისთვის. სააკაშვილის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა მომართული იყო, რომ ჩირქი მოეცხო და გაეშავებინა ამ აქციის ლიდერები და თავად ეს აქციები, თითქოსდა რუსის ჯარი შემოდიოდა. ეტყობა, ვერ მოაგნო რუსთაველის გამზირი და ვერ შემოვიდა რუსის ჯარი… რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედებებს, მათმა პასიურობამ და ჩვენგან განზე გადგომამ სააკაშვილს გააკეთებინა, რაც უნდოდა და მის წისქვილზე წყალი დაასხა, რომ მოეწყო ასეთი სასტიკი დარბევა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. შიშის, ძალადობის გამო, 26 მაისის შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება გაურკვევლობაში იყო, რომ სწორი შეფასება გაეკეთებინათ ამ მოვლენის. თუმცა, დღეს უკვე ნათელი ხდება ამ მოვლენის დიდი მნიშვნელობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

- 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო, სასამართლომ მაშინდელ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. თქვენი შეფასება როგორია, რამდენად ეფექტურად წარიმართა ახალი ხელისუფლების პირობებში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და ვანო მერაბიშვილის გარდა, იკვეთება თუ არა ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაც?

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."