დასტურდება რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ

დასტურდება რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო რატიანის ინფორმაციით, პარტიას ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი ტოვებენ.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში დღეს განუცხადა, საუბარია მხოლოდ ამ ოთხ ადამიანზე, შესაბამისად, რატიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას თავადაც ტოვებს.

"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი პარტიას ტოვებენ. მათ ამ დროისთვის მათ პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად არ მიუმართავთ და ოფიციალურად მიმართვის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, 3 წლის განმავლობაში პარტიის მიმართ იყო სერიოზული ზეწოლები, ამ ზეწოლების გაძლება რთულია და როგორც ჩანს, ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს, თუმცა რატიანი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ განცხადებაში და ასევე, არ აკონკრტებს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული წევრების მხრიდან პარტიის დატოვება ზეწოლას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" წევრები ამ წუთებში პარტიის ოფისში სათათბიროდ იკრიბებიან.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."