"უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა"- გაბაშვილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე

"უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა"- გაბაშვილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი.

როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ადამიანები პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არსებული წნეხის გამო ტოვებენ და ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ნაბიჯი.

"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი 4 კოლეგა აპირებს პარტიის დატოვებას. ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ჩვენი პარტია სამი წელია მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან იმყოფება წნეხის ქვეშ. ეს წნეხი სავარაუდოდ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი 4 თანაპარტიელი ამ წნეხის გამო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება კონსტიტუციური გზით. "ნაციონალური მოძრაობა" არის უპირობოდ მთავარი ალტერნატივა ამ ხელისუფლების და ამ ძალიდან ამ ადამიანების წასვლა არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილს არ აქვს ინფორმაცია თუ სად აპირებენ ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე საქმიანობის გაგრძელებას. ასევე, მისთვის უცნობია აღნიშნული პოლიტიკოსები აპირებენ თუ არა შეუერთდნენ საზოგადოება "იბერიას".

ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."