ჯაფარიძემ, ხაჩიძემ, კუბლაშვილმა და მელაძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყველა თანამდებობა დატოვეს

ჯაფარიძემ, ხაჩიძემ, კუბლაშვილმა და მელაძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყველა თანამდებობა დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.

ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას.

მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები "უპასუხისმგებლობასა" და "წნეხის ვერ გაძლებასთან" დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით", - წერს ჯაფარიძე.

იხილეთ ყველა სიახლე ტეგზე: "ნაციონალური მოძრაობა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."