გია ვოლსკი - მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები

გია ვოლსკი - მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები

საპარლამენრტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მისთვის ის უფრო გასაკვირია, რომ ოპოზიციონერი კოლეგები "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში რჩებიან , - ასე ეხმაურება გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერის პარტიიდან გასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას.

დეპუტატის თქმით, მისთვის ამ კონკრეტული ინფორმაციის თაობაზე არაფერია ცნობილი. "ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. კონიუნქტურის მიუხედავად, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა, მოსაზრებაც კი არ ჰქონდათ იმისა, მოეხდინათ რებრენდინგი და გამოყოფილიყვნენ იმ ძალებისგან, რომელთაც დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო რატიანის ინფორმაციით, პარტიას ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი ტოვებენ.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში დღეს განუცხადა, საუბარია მხოლოდ ამ ოთხ ადამიანზე, შესაბამისად, რატიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას თავადაც ტოვებს.

"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი პარტიას ტოვებენ. მათ ამ დროისთვის მათ პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად არ მიუმართავთ და ოფიციალურად მიმართვის შემდეგაც გაკეთდება განცხადებებ", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, 3 წლის განმავლობაში პარტიის მიმართ იყო სერიოზული ზეწოლები, ამ ზეწოლების გაძლება რთულია და როგორც ჩანს, ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს, თუმცა რატიანი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ განცხადებაში და ასევე, არ აკონკრტებს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული წევრების მხრიდან პარტიის დატოვება ზეწოლას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" წევრები ამ წუთებში პარტიის ოფისში სათათბიროდ იკრიბებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."