"ეს არის არასერიოზული, ძალიან უპასუხისმგებლო და ინფანტილური გადაწყვეტილება" - გიგა ბოკერია

"ეს არის არასერიოზული, ძალიან უპასუხისმგებლო და ინფანტილური გადაწყვეტილება" - გიგა ბოკერია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის დატოვებას არც ერთი სხვა წერი არ აპირებს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ, ბოკერიას შეფასებით, სამწუხაროა, რომ გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე და პავლე კუბლაშვილი ასეთი უპასუხისმგებლოები აღმოჩდნენ.

"სამწუხაროდ, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილება მათი მხრიდან. პოლიტიკაში ყოფნა, მთავარ ოპოზიციურ ძალაში ლიდერის პოზიციაზე ყოფნა, სერიოზული პასუხისმგებლობაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო, თუმცა, ამით ბევრი არაფერი იცვლება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რეალური ალტერნატივა ივანიშვილის ხელისუფლების. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და ამ მხრივ ვაპირებთ მუშაობას. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ, თუმცა, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ნიშნავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ყველა სიახლე ტეგზე: "ნაციონალური მოძრაობა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."