გიორგი ვაშაძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებთან თანამშრომლობას გამორიცხავს

გიორგი ვაშაძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებთან თანამშრომლობას გამორიცხავს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძეს ყოფილ თანაპარტიელებთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია.

ამის შესახებ ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, სად მიდიან "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებმაც პარტია გუშინ დატოვეს. გარდა ამისა, ვაშაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ისინი "გაიყიდნენ".

"მე ასე არ შევაფასებდი მოვლენებს. ცხელ გულზე შეფასებები არ უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროა, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. საბოლოო ჯამში დრო ყველაფერს გვიჩვენებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. "ნაციონალური მოძრაობა" გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ნახეთ მეტი გამოხმაურება თეგზე #ნაციონალური მოძრაობა

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."