საქართველოს პრეზიდენტი - დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტი - დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

"თანამემამულენო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, მრავალეროვან სახელმწიფოს და იმათ, ვინც საქრთველოში არ არიან და დამოუკიდებლობის დღეს საზღვარგარეთ ზეიმობენ. მივესალმები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პრემიერ-მინიტრს და მისი მეუღლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, ჯარს, დიპლომატიურ კორპუსს, მოკავშირეებს ვინც ზეიმობენ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეებზე ისაუბრა.

"ნოე ჟორდანია, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახუდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის ვერ წაართმევთ. დღეს, ჩვენ 1918 წლის 26 მაისს ვზეიმობთ, დღეს ჩვენ ვზეიმობოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას, ვზეიმობთ ამ დღეს, მაშინ როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა.

ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს როდესაც გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება - ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე ამ მიზნის მიღწევას შესწირეს. ამას ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს.

ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავის მუშაობით, სიცოცხლით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო, ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ მადლობლელი ვართ მათი. ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას და დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლებიც, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებას, სიძლიერეს, გამთლიანებას მოესწრებიან. გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."