შედგა თუ არა მილიონიანი გარიგება კუბლაშვილსა და ხელისუფლებას შორის - ახალი დეტალები "ოთხეულის საქმეში"

შედგა თუ არა მილიონიანი გარიგება კუბლაშვილსა და ხელისუფლებას შორის - ახალი დეტალები "ოთხეულის საქმეში"

"კუბლაშვილისთვის გადარიცხული თანხა მილიონზე ნაკლები არ ყოფილა", - ამის შესახებ განცხადება "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში  საუბრისას გააკეთა. კილაძემ ყოფილ "ნაციონალებსა" და ხელისუფლებას შორის ე.წ. გარიგებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პავლე კუბლაშვილმა პირველი შეთავაზება ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ ლაშა თორდიას მეშვეობით გაუკეთა. ამას კი მოჰყვა შეხვედრები კიევში. ელისო კილაძის მტკიცებით, კიევში პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე თანაგუნდელების გადასაბირებლად იყვნენ ჩასულები. ბიზნესმენ ჯოზეფ ქეისგან გადარიცხული თანხა კი კუბლაშვილმა ლატვიაში მიიღო, რასაც ელისო კილაძემ კიდევ ერთხელ "პოლიტიკური პროსტიტუციის მაღალი კლასი" უწოდა.

ჟურნალისტი არ აკონკრეტებს, რა თანხა გადაურიცხეს პავლე კუბლაშვილს. თუმცა, ამბობს, რომ მილიონზე ნაკლები არ ყოფილა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."