მამუკა კუდავასა და "ნაციონალების" ყოფილ ლიდერთა შეხვედრა კიევში - გრიგოლ ვაშაძის კომენტარი

მამუკა კუდავასა და "ნაციონალების" ყოფილ ლიდერთა შეხვედრა კიევში - გრიგოლ ვაშაძის კომენტარი

გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას საზოგადოებრივი გაერთიანება "ივერიას" ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ოთხ ყოფილ ლიდერთან მისი ორგანიზაციის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ვაშაძეს გავრცელებული ინფორმაცია შეახსენა იმის შესახებ, რომ პარტიის ყოფილი წევრები უკარინაში იმყოფებოდნენ, სადაც კიევში მამაუკა კუდავას ("ივერიას" ერთ-ერთ წევრს) შეხვდნენ.

"კივში მამუკა კუდავა ნამდვილად იმყოფებოდა. მამუკა ახლა რუმინეთში კონფერენციაზეა, კიდევ ერთ დამფუძნებელ ნინა ვაშაკიძესთან ერთად. ვის შეხვდა იქ ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ იმ შუალედში, როდესაც ის ერთი დღით იყო ჩამოსული თბილისში ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. თავად მამუკა კუდავა კიევში მეგობრების სანახავად ჩავიდა. ეს იყო აბსოლუტურად პირადი ვიზიტი, ეს არ იყო ვიზიტი იმ ქართველებთან, ვინც მთავრობაში იმყოფებიან. ეს იყო მის ყოფილ კოლეგებთან შეხვედრა. იცით, რომ მამაუკა დიდი ხნის განმავლობაში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა სამინისტროში, კერძოდ თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ იყო ჩვენი ელჩი. უკრაინელ თანამდებობის პირებში მას უამრავი მეგობარი ჰყავს. მას რომ რაღაცა სახის შეხვედრა ჰქონდოა, სადაც მან აწარმოა პოლიტიკური მოლაპარაკებები, აუცილებლად გვეცოდინებოდა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვილაპარაკია ამ თემაზე. მეორეც, მამუკამ არაფერი არ იცოდა, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ. თუ შემთხვევით ვიღაცა ვიღაცასთან გადაიკვეთა... შეთქმულების თეორიებს ნუ ავაგებთ.

პატიოსან სიტყვას გაძლევთ "ივერიის" არცერთ დამფუძნებელს არცერთ ამ დეპუტატთან არასოდეს არავითარი პოლიტიკური მოლაპარაკება არ უწარმოებია. აწყმოშიც არ მიმდინარეობს. შეიძლება, რომ მოხდეს მომავალში მოლაპარაკება? ეს გამორიცხული არ არის", - განაცხადა ვაშაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."