ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა. როგორც ღარიბაშვილმა დღეს, პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი რესურსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია.

"ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, ეს არის ჩვენი რესურსების არასწორად გამოყენება. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ რესურსებს, რომელიც არის უნიკალური. რამდენიმე თვის წინ დავამუშავეთ თითოეული რეგიონის პოტენციალი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, ეს არის ბუნებრივი და სხვა რესურსები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რისა გამოც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, საქართველოში არ ბრუნდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."