"სრული და უსიამოვნო მოულოდნელობაა" - ნიკა გვარამია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას აკრიტიკებს

"სრული და უსიამოვნო მოულოდნელობაა" - ნიკა გვარამია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას აკრიტიკებს

"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული "ოთხეულის" განცხადებას, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკური სპექტრიდან, მათ შორის მთავრობიდანაც (იხილეთ პრემიერის და ლევან ბერძენიშვილის განცხადებები). ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.

"სრული და უსიამოვნო მოულოდნელობაა. ასეთი უმესიჯო და უფორმო ტექსტი ალბათ მართლა რთული მოსაფიქრებელი იყო და ამისთვის აიღეს ორდღიანი ტაიმაუტი. ავტორზე რაკურსით თუ შევხედავთ, ტექსტი კი არა, ნამდვილი Mythbuster არის. — იმედგაცრუებული ვარ", - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. ოთხეულის სახელით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, თუ რატომ მიიღეს პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და რას აპირებს "ოთხეული" სამომავლოდ. Ambebi.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი

ნახეთ უფრო მეტი თეგზე #კრიზისი ნაციონალებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."