ქანთარიამ სააკაშვილი ბიბლიურ მტრედს შეადარა, რომელმაც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს ზეთისხილის რტო მოუტანა

ქანთარიამ სააკაშვილი ბიბლიურ მტრედს შეადარა, რომელმაც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს ზეთისხილის რტო მოუტანა

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიბლიურ მტრედს შეადარა, რომელმაც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს ზეთისხილის რტო მოუტანა. აღნიშნული განცხადება ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ქვეყანაში წარღვნაა და ისინი თითქოს კიდობანში სხედან. ქანთარიას თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ისე ხატავენ, თითქოს ყველაფერი ცუდისკენ იცვლება.

"ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ქვეყანაში წარღვნაა და თითქოს ისინი კიდობანში სხედან. ფიქრობენ, რომ მტრედიც მოფრინდება სააკაშვილის სახით და მას ნისკარტში ჩადებული ექნება ზეთისხილის რტო", - განაცხადა ქანთარიამ სხდომაზე.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა 26 მაისის ღონისძიებაზე და აღნიშნა, რომ გუშინდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გასული წლების ღონისძიებებს თავისი შინაარსით ბევრად აღემატებოდა.

"90-იანი წლებიდან მომსწე ვარ ძალიან ბევრი 26 მაისის, რომელიც კი ჩატრებულა. მახსოვს სისხლიანი ალღუმიც და დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რაც გუშინ მოხდა, აღემატებოდა წინა ღონისძიებებს თავისი შინაარსით. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ჩამოყალიბებული აქვს სახე. ასევე ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, როცა რეგიონებში მოაწყვეს სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ამით აჩვენეს, რომ ქვეყანა დგას იმ გზაზე, საითაც ჩვენ უნდა წავიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ქართველებთან ერთად იდგნენ თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ირაკლი აკობია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."