"ნაციონალებიდან" წასული გოგა ხაჩიძე: "მიხეილ სააკაშვილი არის მაგარი"

"ნაციონალებიდან" წასული გოგა ხაჩიძე: "მიხეილ სააკაშვილი არის მაგარი"

თქვენ თუ გაინტერესებთ, რას ვფიქრობ, მიშა მაგარია თუ არა, მე ვფიქრობ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის მაგარი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა გოგა ხაჩიძემ "პალიტრა TV"-ის ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

"მე აღარ ვარ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, რადგან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრობა ნიშნავს, რომ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. თქვენ თუ გაინტერესებთ რას ვფიქრობ იმაზე, მიშა მაგარია თუ არა, მე ვფიქრობ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის მაგარი", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

წამყანის შეკითხვაზე - რაშია მიშა მაგარი, დეპუტატმა უპასუხა, რომ "ძალიან ბევრ რამეში", თუმცა აღნიშნა, რომ ახლა ეს საუბრის თემა არ არის.

გოგა ხაჩიძე ვერ აკონკრეტებს, მოსალოდნელია თუ არა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის წევრები კიდევ წავიდნენ.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ზიანი მივაყენოთ. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად გამოვკვეთავთ ჩვენს პოზიციბს და იმ რეალობას, რომელშიც ვიქნებით და რომელსაც შევქმით", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ისინი ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."