აქვთ თუ არა ფული პოლიტიკური აქტივობებისთვის "ნაციონალებისგან" განდგომილ ოთხეულს

აქვთ თუ არა ფული პოლიტიკური აქტივობებისთვის "ნაციონალებისგან" განდგომილ ოთხეულს

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პავლე კუბლაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე", საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანების დარეგისტრირების შემდეგ თითოეული შემოწირულობა გამჭვირვალე და თითოეული წყარო ცნობილი იქნება.

"მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ძალიან ბევრს საუბრობს, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები, თანაპარტიელები, რომ რაღაც მითიური დაფინანსება აქვს ამ ჯგუფს, სამწუხაროდ, არანაირი დაფინანსება არ გვაქვს ამ ეტაპზე. არათუ დაფინანსება არ გვაქვს ამ ეტაპზე, არც დარეგისტრირებული არ არის არანაირი გაერთიანება. როდესაც დარეგისტრირდება გაერთიანება, გარწმუნებთ, ამ გაერთიანებას ექნება ის დაფინასება, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ოღონდ ერთი პირობით, თითოეული შემოწირულობა გამჭვირვალე და თითოეული წყარო ცნობილი იქნება. ჩვენი ამოცანა ესაა, არც ერთ კითხვის ნიშანს არ დავუტოვებთ არავის, ჩვენს არაკეთილმოსურნეს, რომელსაც უნდა, რომ რაღაც იარლიყების მიწებების გზით იაროს", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ისინი ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."