გახდებიან თუ არა ალასანიასთვის მტრის მტრები მეგობრები: ოპოზიციონერმა ლიდერმა "ოთხეულის" მიმართ დამოკიდებულება ღიად დააფიქსირა

გახდებიან თუ არა ალასანიასთვის მტრის მტრები მეგობრები: ოპოზიციონერმა ლიდერმა "ოთხეულის" მიმართ დამოკიდებულება ღიად დააფიქსირა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ზოგადად კარგია, რომ საზოგადოება "თავისუფალ დემოკრატებში" ხედავს იმ ძალას, რომელსაც უნდა შეურთდნენ და რომელთან ერთადაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ნიშანს ხედავს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომელიც "ფეისბუქში", "თავისუფალი დემოკრატების" ვეგბვერდზე მიმდინარეობდა.

ალასანიას "ნაციონალური მოძრაობაში" განხეთქილებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა და დაინტერესდნენ, რას ეფუძნება საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ შესაძლოა, ჯაფარიძე, კუბლაშვილი, მელაძე და ხაჩიძე "თავისუფალ დემოკრატებს" შეურთდნენ.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ეს საკითხი არის აბსოლუტურად შიდა სამზარეულო "ნაციონალური მოძრაობის" და ზედმეტი სპეკულაციებისგან და შეფასებისგან თავიდანვე თავი შეიკავა.

"არ ემყარება არანაირ რეალურ საფუძველს ის, რომ შეიძლება რამე საერთო მოვძებნოთ პოლიტიკური ერთობის კუთხით ამ კატეგორიის ხალხთან. თუმცა მე ვხედავ, რომ სწორედ საპარლამენტო სივრცე არის ის ადგილი, სადაც გარკვეულ, კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება თანამშრომლობა და ასეც უნდა იყოს. იყო საყდრისის საკითხი, სადაც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ. საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები, ფუნდამენტური საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, იქნება "თავისუფალი დემოკრატები", "ნაციონალური მოძრაობა", ცალკეული დეპუტატები, მათ შორის "ქართული ოცნება", უნდა ვნახოთ საერთო. უნდა დავანახოთ ჩვენს თავსაც და მსოფლიოსაც, რომ რაღაც ღირებულებები გვაერთიანებს. პარლამენტი სწორედ ეს სივრცეა. ჩვენ მზად ვართ პარლამენტში სათანამშრომლოდ ასეთ საკითხებზე, მაგრამ, პოლიტიკურ ერთობას ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციას პრაქტიკულად არ აქვს არანაირი საფუძველი", -განაცხადა ალასანიამ.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."